საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 267  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 892 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  252 972-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  240 629-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად