დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 051 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 461 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 438-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 257-მდე.