საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა-სულ 735 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევა არის დადასტურებული”-ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 557-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად