საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში გამოვლინდა

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული, საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება აჭარას, იქ 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში – 35, კახეთში – 24, გურიაში – 17, მცხეთა მთიანეთი – 12 , სამცხე-ჯავახეთი – 30, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევაა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად