საქართველოში კორონა ვირუსი 12 წლის ბავშვს დაუდასტურდა

ამის შესახებ “აიპრესს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც  ახალი კორონა ვირუსი ბავშვს აღმოაჩნდა.

ცნობისთვის, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა; კარანტინის რეჟიმში – 126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

კომენტარები
იტვირთება...