საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

წინა მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 637 პირი იმყოფებოდა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 64 ადამიანი.

ვებგვერდზე ინფიცირებულთა რაოდენობად კვლავ მითითებულია 33.

შეგახსენებთ: პირველმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად