საქართველოში ისრაელის საელჩო: მილიონი ისრაელელი თავშესაფარშია, სკოლები და სამსახურები დახურულია

საქართველოში ისრაელის საელჩო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე იტყობინება, რომ სარაკეტო განგაშის სიგნალები სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში ისმის. დიპლომატიური უწყების თანახმად, მილიონი ისრაელელი თავშესაფარშია, ხოლო სკოლები და სამსახურები დროებით დაკეტილია.

“ის, რაც ახლა ისრაელში ხდება:

• სარაკეტო განგაშის სიგნალები სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში
• მილიონი ისრაელელი თავშესაფარშია, სკოლები და სამსახურები დახურულია
• ისრაელი დაიცავს თავს ირანის მიერ დაფინანსებული ისლამური ჯიჰადისაგან, ტერორისტული ჯგუფისგან, რომელმაც უამრავი თავდასხმა განახორციელა ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე”,-წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Facebook-ის გვერდზე.  

მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში “ისლამური ჯიჰადისტური” დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა, მებრძოლებმა ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებზე მასშტაბური სარაკეტო შეტევები დაიწყეს.

სრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორიდან მინიმუმ 50 რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა დღეს დილით ღაზას სექტორში “ისლამური ჯიჰადის” მაღალი რანგის მებრძოლების სახლებზე ავიაიერიშები განახორციელეს. ღაზას სექტორში იერიშების შედეგად დაჯგუფების ლიდერი  ბაჰა აბუ ალ-ატა დაიღუპა. ასევე დაიღუპა სხვა საველე მეთაურის ვაჟი, დაშავდა ათი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად