საქართველოში “ინდური შტამის” კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე მათგანი გუშინ წინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

“18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ე.წ ინდური შტრამი, რომელი “დელტა” სახელით ცნობილი შტამია, საქართველოში სულ 20 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები
იტვირთება...