საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მიმდინარე წლის რვა თვეში 105%-ით გაიზარდა

ესკო მიმდინარე წლის აგვისტოს ელექტროენერგიის ბალანსის სტატისტიკას აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვეში, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105%-ი არის გაზრდილი (835,3 მლნ კვტსთ-დან 1 715,9 მლნ კვტსთ-მდე)

მიმდინარე წლის რვა თვეში, საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 151,2 მლნ კვტსთ-დან 377,0 მლნ კვტსთ-მდე ანუ 149%-ით არის გაზრდილი.

ექსპორტირებულ და იმპორტირებულ ელექტროენერგიათა შორის უარყოფითი სხვაობა მიმდინარე წლის რვა თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 96%-ით (684,1 მლნ კვტსთ-დან 1338,9 მლნ კვტსთ-მდე)

კომენტარები
იტვირთება...