საქართველოში იაპონიის ელჩი: ვეწინააღმდეგები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტადაჰარუ უეჰარა სოფელ გუგუთიანთკარში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას.

“მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“,-აცხადებს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტადაჰარუ უეჰარა.

აღნიშნული კომენტარი საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში გააკეთა, სადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...