საქართველოში, იანვრის მე-2 კვირის ტესტების დადებითობის მაჩვენებელი იანვრის პირველ კვირასთან შედარებით 3,5%-ით არის შემცირებული

საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად,

გუშინ საქართველოში 15 205 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 1 177-ში ანუ 7.7%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია

01.01 – სულ ტესტი 3 288 – მ.შ. დადებითი – 342 → 10.4%
02.01 – სულ ტესტი 2 795 – მ.შ. დადებითი – 417 → 14.9%
03.01 – სულ ტესტი 3 845 – მ.შ. დადებითი – 594 → 15.4%
04.01 – სულ ტესტი 14 511 – მ.შ. დადებითი – 2 316 → 16.0%
05.01 – სულ ტესტი 14 839 – მ.შ. დადებითი – 1 800 → 12.1%
06.01 – სულ ტესტი 15 492 – მ.შ. დადებითი – 1 612 → 10.4%
07.01 – სულ ტესტი 5 265 – მ.შ. დადებითი – 537 → 10.2%

01.01-07.01 – სულ ტესტი 60 035 – მ.შ. დადებითი – 7 618 → 12.7%

08.01 – სულ ტესტი 18 149 – მ.შ. დადებითი – 2 058 → 11.3%
09.01 – სულ ტესტი 11 155 – მ.შ. დადებითი – 1 143 → 10.2%
10.01 – სულ ტესტი 7 898 – მ.შ. დადებითი – 551 → 7.0%
11.01 – სულ ტესტი 17 795 – მ.შ. დადებითი – 1 857 → 10.4%
12.01 – სულ ტესტი 19 438 – მ.შ. დადებითი – 1 618 → 8.3%
13.01 – სულ ტესტი 15 891 – მ.შ. დადებითი – 1 357 → 8.5%
14.01 – სულ ტესტი 15 205 – მ.შ. დადებითი – 1 177 → 7.7%

08.01 – 14.01 სულ ტესტი 105 531 – მ.შ. დადებითი – 9 761 → 9.2%

1-დან 7 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 60 035 ტესტი და დადებითი შედეგი 7 618 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 12.7%-ში.

8-დან 14 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 105 531 ტესტიდან დადებითი შედეგი 9 761 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 9,2%-ში დაფიქსირდა.

იანვრის მეორე კვირაში იანვრის პირველ კვირასთან შედარებით დღიურად საშუალოდ გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევების მატება 1088-დან 1394-მდე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ნიშნად. იგი უნდა აიხსნას იმ გარემოებით, რომ ტესტებზე მიმართვიანობის მკვეთრი მატების (+75.6%) პირობებში გამოვლინდნენ თითქმის უსიმპტომო პაციენტები ანუ ისეთები, რომელთა ავადობა მსუბუქ ფორმებში, მათდა შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

ასეთი მტკიცების უტყუარი მაჩვენებელია იანვრის მე-2 კვირის ტესტების დადებითობის მაჩვენებლის 3,5%-იანი კლება იანვრის პირველ კვირასთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად