საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოში დღეს, ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი – 25-30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექიამოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი – 32-37.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...