საქართველოში ესტონეთის ელჩი: მცოცავი ანექსია შემაშფოთებელია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის აქტიური დამცველია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვლენათა ის განვითარება, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც გულისხმობს მცოცავ ანექსიას, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისისთაც. ამ ვითარებაში მნიშნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა“, – განაცხადა საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.

„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ამ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა და ზოგადად, არსებობს რისკი, რომ ამ პროცესებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა შესაძლო ფორმატში ამ საკითხის გადაწყვეტისთვის“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...