საქართველოში დღეს წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდ. ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...