საქართველოში covid19-ით ინფიცირებული 3542 პაციენტი მკურნალობს, აქედან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია – 23 მართვის სუნთქვაზეა

ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას covid19-ით ინფიცირებული 3542 პაციენტი გადის, აქედან 25 გახლავთ კრიტიკული – 23 მართვის სუნთქვაზე იმყოფება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამჟამად მკურნალობას გადის 3542 კოვიდ ინფიცირებული. აქედან 25 გახლავთ კრიტიკული. 23 მართვის სუნთქვაზე იმყოფება – აქედან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილია. სამწუხაროდ კვლავ ლიდერობს აჭარა 72%-ით, ეს არის  225 ახლი შემთხვევა,  თბილისი 9% -ით, რაც არის 35 ახალი პაციენტი, იმერეთში 22 ახლად გამოვლენილი პაციენტია, სამეგრელო-ზემო სვანეთში 19; შიდა ქართლში 9; სამცხე ჯავახეთში 3; გურია 1; ქვემო ქართლი 1 ახლად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 33-ე პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად