საქართველოში covid19-ით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შეგახსენებთ, დღეს დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ასევე,  დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. დაახლოებით 4 საათის შემდეგ კი covid19-ით კიდე ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ის მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2054
მათ შორის გარდაცვლილი – 32
კარანტინის რეჟიმში – 5637
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად