საქართველოში covid19-ისგან 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. 76 წლის კაცი “ბოლნისის კლასტერიდანაა”. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.

სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 796; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 634;მათ შორის გარდაცვლილი – 13; კარანტინის რეჟიმში – 2424; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304; *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად