საქართველოში ჩატარებულმა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

საქართველოში ჩატარებულმა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა ევროპის ფარიკაობის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. 

სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა, დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მერაბ ბაზაძემ უპასუხეს.

მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება საქართველოს დედაქალაქში.

ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა.

ჩემპიონატის ფარგლებში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა, სადაც ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად