საქართველოში ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 3.6%-ით შემცირდა

საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი 9%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 9083 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 780-ში ანუ 8,6%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.
 
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია
 
03.01 – სულ ტესტი 3 845 – მ.შ. დადებითი – 594 → 15.4%
04.01 – სულ ტესტი 14 511 – მ.შ. დადებითი – 2 316 → 16.0%
05.01 – სულ ტესტი 14 839 – მ.შ. დადებითი – 1 800 → 12.1%
06.01 – სულ ტესტი 15 492 – მ.შ. დადებითი – 1 612 → 10.4%
07.01 – სულ ტესტი 5 265 – მ.შ. დადებითი – 537 → 10.2%
08.01 – სულ ტესტი 18 149 – მ.შ. დადებითი – 2 058 → 11.3%
09.01 – სულ ტესტი 11 155 – მ.შ. დადებითი – 1 143 → 10.2%
 
03.01-09.01 – სულ ტესტი 83 256 – მ.შ. დადებითი – 10 060 → 12.1%
 
10.01 – სულ ტესტი 7 898 – მ.შ. დადებითი – 551 → 7.0%
11.01 – სულ ტესტი 17 795 – მ.შ. დადებითი – 1 857 → 10.4%
12.01 – სულ ტესტი 19 438 – მ.შ. დადებითი – 1 618 → 8.3%
13.01 – სულ ტესტი 15 891 – მ.შ. დადებითი – 1 357 → 8.5%
14.01 – სულ ტესტი 15 205 – მ.შ. დადებითი – 1 177 → 7.7%
15.01 – სულ ტესტი 15 152 – მ.შ. დადებითი – 1 236 → 8.2
16.01 – სულ ტესტი 9 083 – მ.შ. დადებითი – 780 → 8.6%
 
10.01 – 16.01 სულ ტესტი 100 462 – მ.შ. დადებითი – 8 576 → 8.5%
 
3-დან 9 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 83 256 ტესტი და დადებითი შედეგი 10 060 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 12.1%-ში.
 
10-დან 16 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 100 462 ტესტიდან დადებითი შედეგი 8 576 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 8.5%-ში დაფიქსირდა.
 
10-დან 16 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში 03-დან 09 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთთან შედარებით საშუალოდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1437-დან 1225-მდეა შემცირებული, ხოლო ტესტების დადებითობის საშუალოდღიური სიდიდე 12,1%-დან 8.5%-მდე.
 
სპეციალისტთა შორის გავრცელებული შეხედულების თანახმად, ერთ-ერთი მახასიათებელი, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა პანდემიას უმკლავდება, არის ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ქვემოთ. გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის მიღწეული და დღემდე შენარჩუნებული ინფიცირების შემთხვევების კლების ტემპით საქართველოში ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ქვემოთ მოსალოდნელია იანვრის ბოლოსთვის
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად