საქართველოში ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი 12.4%-მდე შემცირდა

საქართველოში ჩატარებულ „პისიარ” და ანტიგენის ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი მცირდება, თუმცა კვლავ მაღალია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 14 421 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 1 784-ში ანუ 12.4%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:

12.12 – სულ ტესტი 13 449 – მ.შ. დადებითი 2 720 → 20,2%
13.12 – სულ ტესტი 6 554 – მ.შ. დადებითი 1 337 → 20.4%
14.12 – სულ ტესტი 20 176 – მ.შ. დადებითი 3 837 → 19,0%
15.12 – სულ ტესტი 17 943 – მ.შ. დადებითი 3 487 → 19,4%
16.12 – სულ ტესტი 17 029 – მ.შ. დადებითი – 2 981 → 17,5%
17.12 – სულ ტესტი 16 870 – მ.შ. დადებითი – 2 635 → 15,6%
18.12 – სულ ტესტი 18 824 – მ.შ. დადებითი – 2 904 → 15,4%

12-18.12 – სულ 110 845 → მ.შ. 19 901→ 18,0%

19.12 – სულ ტესტი 9 812 – მ.შ. დადებითი – 1 731 → 17,6%
20.12 – სულ ტესტი 4 811 – მ.შ. დადებითი – 824 → 17.1%
21.12 – სულ ტესტი 17 007 – მ.შ. დადებითი – 3 064 → 18.0%
22.12 – სულ ტესტი 14 457 – მ.შ. დადებითი – 2 345 → 16.2%
23.12 – სულ ტესტი 13 699 – მ.შ. დადებითი – 1 972 → 14.4%
24.12 – სულ ტესტი 13 655 – მ.შ. დადებითი – 1 881 → 13.8%
25.12 – სულ ტესტი 14 421 – მ.შ. დადებითი – 1 784 → 12.4%

19-25.12 სულ ტესტი 87 862 – მ.შ. დადებითი 13 601 → 15.5%

12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 110 845 ტესტი და დადებითი შედეგი 19 901 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 18.8%-ში.

19 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 87 862 ტესტიდან დადებითი შედეგი 19 901 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 15.5%-ში დაფიქსირდა.

ცნობისთვის: უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ყოველ 100000 მოსახლეზე ინფიცირებულთა კუმულატური რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ლიტვაში გუშინ ჩატარებული 4888 ტესტიდან დადებითი იყო 2350 ანუ 48.1%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად