საქართველოში ჩატარებულ ტესტებში დადებითობა კვირის განმავლობაში 2.3%-ით, თვის განმავლობაში კი 18.7%-ით არის შემცირებული

საქართველოში ჩატარებულ „პისიარ” და ანტიგენის ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი მცირდება, თუმცა კვლავ მაღალია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 2 795 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 417-ში ანუ 14.9%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:

20.12 – სულ ტესტი 4 811 – მ.შ. დადებითი – 824 → 17.1%
21.12 – სულ ტესტი 17 007 – მ.შ. დადებითი – 3 064 → 18.0%
22.12 – სულ ტესტი 14 457 – მ.შ. დადებითი – 2 345 → 16.2%
23.12 – სულ ტესტი 13 699 – მ.შ. დადებითი – 1 972 → 14.4%
24.12 – სულ ტესტი 13 655 – მ.შ. დადებითი – 1 881 → 13.8%
25.12 – სულ ტესტი 14 421 – მ.შ. დადებითი – 1 784 → 12.4%
26.12 – სულ ტესტი 8 394 – მ.შ. დადებითი – 1 097 → 13.1%

20-26.12 – სულ ტესტი 86 444 – მ.შ. დადებითი – 12 967 → 15.0%

27.12 – სულ ტესტი 4 769 – მ.შ. დადებითი – 538 → 11.3%
28.12 – სულ ტესტი 13 451 – მ.შ. დადებითი – 2 012 → 15.0%
29.12 – სულ ტესტი 14 192 – მ.შ. დადებითი – 1 738 → 12.2%
30.12 – სულ ტესტი 13 030 – მ.შ. დადებითი – 1 527 → 11.7%
31.12 – სულ ტესტი 8 016 – მ.შ. დადებითი – 990 → 12.4%
01.01 – სულ ტესტი 3 288 – მ. შ. დადებითი – 342 → 10.4%
02.01 – სულ ტესტი 2 795 – მ.შ. დადებითი – 417 → 14.9%

27.12 – 02.01 სულ ტესტი 59 541 – მ.შ. დადებითი – 7 564 → 12.7%

20 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 86 444 ტესტი და დადებითი შედეგი 12 967 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 15.0%-ში.

27 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 59 541 ტესტიდან დადებითი შედეგი 7 564 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 12.7%-ში დაფიქსირდა.

27 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებში 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებთან შედარებით 5 403-ით, ანუ 41.7%-ით ნაკლებით დადებითი შედეგია დაფიქსირებული, რაც, ნაწილობრივ, უქმე დღეებში მიმართვიანობის შემცირებას უკავშირდება, უფრო მეტად კი ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას.

ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა, პირველ რიგში, 27 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებში 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებთან შედარებით დადებითი ტესტების ხვედრითი წილის 15%-დან 12,7%-მდე შემცირება.

შეგახსენებთ, რომ

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 90842 ტესტი და დადებითი შედეგი დაფიქსირდა 28487 შემთხვევაში ანუ ჩატარებული ტესტების 31,4%-ში

ხოლო 2 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 111101 ტესტიდან დადებითი შედეგი 31007 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 27,9%-ში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად