საქართველოში ჩამოსხმული ბავარიული ლუდი ექსპორტზე გავა

საქართველოში ბავარიული ლუდის კალტენბერგის ჩამოსხვა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. კომპანიის ფრენჩაიზინგის უფლება საქართველოში კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ მოიპოვა. ბავარიის სამეფო ოჯახის კუთვნილი კომპანია საქართველოში საწყის ეტაპზე 2 მილიონ ბოთლ ლუდს გამოუშვებს, სამომავლოდ კი მისი ექსპორტზე გატანა სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში იგეგმება. როგორც თემურ ჭყონია აცხადებს, 15 აპრილს საქართველოში გერმანული ლუდის მხარშავი ჩამოვა.

“ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას ბავარიის პრინცთან. აპრილის ბოლოდან ქართული ლუდის სივრცეში შემოვა ახალი გერმანული ლური, რომელიც მაღალ ხარისხზე იქნება ორიენტირებული. საწყის ეტაპზე 2 მილიონ ბოთლ ლუდს გამოვუშვებთ, რომელიც შიდა ბაზრის გარდა ექსპორტზე სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში გავა”, – თემურ ჭყონია.

კალტენბერგის ლუდის ჩამოსხმა ბავარიის სამეფო ოჯახმა 1260 წელს დაიწყო. კალტენბერგის ლუდის მოხვარშვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მხოლოდ სამეფო ოჯახის რეცეპტის მიხედვით ხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...