საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 14,4%-დან 18%-მდე ფარგლებშია

საქართველოში ჩატარებულ „პისიარ” და ანტიგენის ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი მცირდება, თუმცა კვლავ მაღალია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 14 457 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 1 972-ში ანუ 16.2%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:

10.12 – სულ ტესტი 18 894 – მ.შ. დადებითი 4 146 → 21,9%
11.12 – სულ ტესტი 18 907 – მ.შ. დადებითი 3 907 → 20,7%
12.12 – სულ ტესტი 13 449 – მ.შ. დადებითი 2 720 → 20,2%
13.12 – სულ ტესტი 6 554 – მ.შ. დადებითი 1 337 → 20.4%
14.12 – სულ ტესტი 20 176 – მ.შ. დადებითი 3 837 → 19,0%
15.12 – სულ ტესტი 17 943 – მ.შ. დადებითი 3 487 → 19,4%
16.12 – სულ ტესტი 17 029 – მ.შ. დადებითი – 2 981 → 17,5%

10-16.12 – სულ 112 952 → მ.შ. 22 415 → 19,8%

17.12 – სულ ტესტი 16 870 – მ.შ. დადებითი – 2 635 → 15,6%
18.12 – სულ ტესტი 18 824 – მ.შ. დადებითი – 2 904 → 15,4%
19.12 – სულ ტესტი 9 812 – მ.შ. დადებითი – 1 731 → 17,6%
20.12 – სულ ტესტი 4 811 – მ.შ. დადებითი – 824 → 17.1%
21.12 – სულ ტესტი 17 007 – მ.შ. დადებითი – 3 064 → 18.0%
22.12 – სულ ტესტი 14 457 – მ.შ. დადებითი – 2 345 → 16.2%
23.12 – სულ ტესტი 13 699 – მ.შ. დადებითი – 1 972 → 14.4%

17-23.12 სულ ტესტი 95 480 – მ.შ. დადებითი 15 475 → 16.2%

10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 112952 ტესტი და დადებითი შედეგი დაფიქსირდა 22415 შემთხვევაში ანუ ჩატარებული ტესტების 19.8%-ში.

17 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 95 480 ტესტიდან დადებითი შედეგი 15 475 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 16.2%-ში დაფიქსირდა.

ცნობისთვის: უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ყოველ 100000 მოსახლეზე ინფიცირებულთა კუმულატური რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ლიტვაში გუშინ ჩატარებული 13913 ტესტიდან დადებითი იყო 3799 ანუ 27,3%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად