საქართველოში ბოლო სამ დღეში ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მატება შეინიშნება

საქართველოში 2 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილის მატება შეინიშნება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 14 511 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 2 316-ში ანუ 16.0%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

საქართველოში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების უფრო მაღალი მაღალი ხვედრითი წილი ბოლოს 22 დეკემბერს იყო.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:

22.12 – სულ ტესტი 14 457 – მ.შ. დადებითი – 2 345 → 16.2%
23.12 – სულ ტესტი 13 699 – მ.შ. დადებითი – 1 972 → 14.4%
24.12 – სულ ტესტი 13 655 – მ.შ. დადებითი – 1 881 → 13.8%
25.12 – სულ ტესტი 14 421 – მ.შ. დადებითი – 1 784 → 12.4%
26.12 – სულ ტესტი 8 394 – მ.შ. დადებითი – 1 097 → 13.1%
27.12 – სულ ტესტი 4 769 – მ.შ. დადებითი – 538 → 11.3%
28.12 – სულ ტესტი 13 451 – მ.შ. დადებითი – 2 012 → 15.0%

22-28.12 – სულ ტესტი 82 846 – მ.შ. დადებითი – 11 629 → 14.0%

29.12 – სულ ტესტი 14 192 – მ.შ. დადებითი – 1 738 → 12.2%
30.12 – სულ ტესტი 13 030 – მ.შ. დადებითი – 1 527 → 11.7%
31.12 – სულ ტესტი 8 016 – მ.შ. დადებითი – 990 → 12.4%
01.01 – სულ ტესტი 3 288 – მ.შ. დადებითი – 342 → 10.4%
02.01 – სულ ტესტი 2 795 – მ.შ. დადებითი – 417 → 14.9%
03.01 – სულ ტესტი 3 845 – მ.შ. დადებითი – 594 → 15.4%
04.01 – სულ ტესტი 14 511 – მ.შ. დადებითი – 2 316 → 16.0%

29.12 – 04.01 სულ ტესტი 59 677 – მ.შ. დადებითი – 7924 → 13.3%

22 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 82 846 ტესტი და დადებითი შედეგი 11 629 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 14.0%-ში.

29 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 59 677 ტესტიდან დადებითი შედეგი 7 924 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 13.3%-ში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად