საქართველოში ბოლო კვირის მანძილზე ჩატარებულ ტესტებში დადებითობის მაჩვენებელი 12%-მდე ჩამოვიდა

საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილის მცირე კლება შეინიშნება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 11 155 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 1 143 -ში ანუ 10.2%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:

27.12 – სულ ტესტი 4 769 – მ.შ. დადებითი – 538 → 11.3%
28.12 – სულ ტესტი 13 451 – მ.შ. დადებითი – 2 012 → 15.0%
29.12 – სულ ტესტი 14 192 – მ.შ. დადებითი – 1 738 → 12.2%
30.12 – სულ ტესტი 13 030 – მ.შ. დადებითი – 1 527 → 11.7%
31.12 – სულ ტესტი 8 016 – მ.შ. დადებითი – 990 → 12.4%
01.01 – სულ ტესტი 3 288 – მ.შ. დადებითი – 342 → 10.4%
02.01 – სულ ტესტი 2 795 – მ.შ. დადებითი – 417 → 14.9%

27.12-02.01 – სულ ტესტი 59 541 – მ.შ. დადებითი – 7 564 → 12.7%

03.01 – სულ ტესტი 3 845 – მ.შ. დადებითი – 594 → 15.4%
04.01 – სულ ტესტი 14 511 – მ.შ. დადებითი – 2 316 → 16.0%
05.01 – სულ ტესტი 14 839 – მ.შ. დადებითი – 1 800 → 12.1%
06.01 – სულ ტესტი 15 492 – მ.შ. დადებითი – 1 612 → 10.4%
07.01 – სულ ტესტი 5 265 – მ.შ. დადებითი – 537 → 10.2%
08.01 – სულ ტესტი 18 149 – მ.შ. დადებითი – 2 058 → 11.3%
09.01 – სულ ტესტი 11 155 – მ.შ. დადებითი – 1 143 → 10.2%

03.01 – 09.01 სულ ტესტი 83 256 – მ.შ. დადებითი – 10 060 → 12.1%

27 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 59 541 ტესტი და დადებითი შედეგი 7 564 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 12.7%-ში.

3 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 83 256 ტესტიდან დადებითი შედეგი 10 060 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 12.1%-ში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად