საქართველოში, ბოლო 7 დღის აცრების საშუალო დღიური ოდენობა წინა 7 დღის საშუალო დღიურ ოდენობაზე 32%-ით ნაკლებია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი დღის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 12 402 კაცი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
 
22 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა.
 
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34,2%
 
სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27,0%
 
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ფეისბუქ-გვერდიდან 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ამოკრეფილი მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში სექტემბრის მეორე ნახევრიდან აცრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
 
პირველიდან შვიდი სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 163 448 აცრა ჩატარდა, 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 161 095, ხოლო 15 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით კი 114 420
 
01.09 – 23 916
02.09- 23 518
03.09 – 25 670
04.09 – 22 773
05.09 – 16 298
06.09- 24 262
07.09 – 27 011
 
01.09 – 07.09 პერიოდში დღეში საშუალოდ 23350 აცრა ტარდებოდა.
 
08.09 – 24 670
09.09 – 24 325
10.09 – 25 132
11.09 – 21 199
12.09 – 14 703
13.09 – 26 125
14.09 – 24 941
 
08.09 – 14.09 პერიოდში დღეში საშუალოდ 23 014 აცრა ტარდებოდა, 336-ით ანუ 1,5%-ით ნაკლები, ვიდრე 01.09 – 07.09 პერიოდში.
 
15.09 – 25 150
16.09 – 19 148
17.09 – 19 273
18.09 – 14 071
19.09 – 7 720
20.09 – 15 096
21.09 – 13 962
 
15.09 – 21.09 პერიოდში დღეში საშუალოდ 16 346 აცრა ტარდებოდა, 6668–ით ანუ 29%-ით ნაკლები ვიდრე 08.09 – 14.09 პერიოდში.
 
22.09 – 12 948
23.09 – 12 778
24.09 – 13 580
25.09 – 12 402
 
22.09 – 25.09 პერიოდში სულ 51 708 ანუ საშუალოდ 12 927 აცრა ტარდებოდა,
 
აცრების რაოდენობა 19.09 – 25.09 პერიოდში 12.09 – 18.09 პერიოდთან შედარებით შემცირებულია 129340-დან 88486-მდე (საშუალო დღიური 18477-დან 12641-მდე) ანუ 31,6%-ით.
 
ყოველდღიური აცრების ბოლო კვირის საშუალო დღიურ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, ოქტომბრის ბოლოს 1 დოზით ვაქცინირებული მოსახლეობის ოდენობა ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს ვერ გადასცდება, ხოლო სრულად ვაქცინირებულითა რაოდენობა კი, უკეთეს შემთხვევაში, 40%-ს მიუახლოვდება
კომენტარები
იტვირთება...