საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1808 შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 808 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 519, აჭარაში – 211, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 – თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 413 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 104, პირი, აჭარაში – 1 334, იმერეთში – 1 234.

კომენტარები
იტვირთება...