საქართველოში აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა 59% შემოდის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად საქართველოს გასულ წელს 9 357 364 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 678 420-ით ანუ 7,8%-ით სჭარბობს წინა წლის მაჩვენებელს.

საქართველოსთვის რეკორდული ოდენობის საერთაშორისო ვიზიტორთაგან 70,52% (6 599 421 ვიზიტორი) 15 ქვეყნის წილად მოდის, ხოლო 58,98% (5 519 421 ვიზიტორი) კი 4 ქვეყნის წილად

1. აზერბაიჯანი – 1 526 619
2. რუსეთი – 1 471 558
3. სომხეთი – 1 365 048
4. თურქეთი – 1 156 513
5. უკრაინა – 207 667
6. ისრაელი – 205 051
7. ირანი – 141 997
8. ყაზახეთი – 103 611
9. გერმანია – 89 051
10. პოლონეთი – 88 300
11. საუდის არაბეთი – 75 155
12. ბელარუსი – 66 174
13. ინდოეთი – 54 606
14. ჩინეთი – 48 071
15. აშშ – 46 558

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ტურიზმის სტატისტიკის შესახებ 2011-2019 წლების მონაცემები იძებნება. 2011 და 2019 წლების მონაცემთა შედარება გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 3 115 527-დან 9 357 364-მდე ანუ 3-ჯერ არის გაზრდილი 8 წლის მანძილზე.

აღსანიშნავია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ პირველი 15 ქვეყნის %-ული წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა: 2011 წელს იყო 70,71%, ხოლო 2019 წელს კი 70,52%. მცირედით – 4.06%-ით არის შემცირებული პირველი 4 ქვეყნის %-ული წილი: 2011 წელს იყო 63,04%, ხოლო 2019 წელს კი 58,98%.

2011 წლის პირველი 15 თხუთმეტეულიდან 2019 წლის პირველ თხუთმეტეულში ვეღარ მოხვდნენ საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი და საფრანგეთი. მათ ნაცვლად პირველ თხუთმეტეულში შევიდნენ: საუდის არაბეთი, ბელარუსი, ინდოეთი და ჩინეთი.

პირველ 15 ადგილზე მყოფი ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლები ასეთია:

საუდის არაბეთი – 74,33-ჯერ
ინდოეთი – 12,14-ჯერ
ბელარუსი – 9,81-ჯერ
ისრაელი – 9,06-ჯერ
პოლონეთი – 7,86-ჯერ
რუსეთი – 6,68-ჯერ
ყაზახეთი – 6,33-ჯერ
ჩინეთი – 6,3-ჯერ
გერმანია – 5-ჯერ
უკრაინა – 3,86-ჯერ
აშშ – 2,57-ჯერ
ირანი – 2,52-ჯერ
აზერბაიჯანი – 2,49-ჯერ
სომხეთი – 2,43-ჯერ
თურქეთი – 2,04-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად