საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს დილას დაემატა მე-3 დადასტურებული შემთხვევა. გვიან ღამით დასრულდა კვლევები. ის გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა და მას ჰქონდა კონტაქტ პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ის გუშინ შემოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის გზით. ამჟამად მას აღენიშნება ტემპერატურა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ., – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვალს  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხოლო, 2020 წლის 28 თებერვალს საქართველოში კორონოვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – წყაროს წარმოადგენს იტალია

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად