საქართველოში, ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში. ახალი კორონავირუსის წყარო იტალიაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა.

მესამე დადასტურებულ შემთხვევაში არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ისტორია ირანში მოგზაურობის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად