საქართველოში აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა.

2019 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (55.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის აგვისტოს (18.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად