საქართველოში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 14:20 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 10 კმში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ_ში მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...