საქართველოში, 2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 8.1%-ით შემცირდა

2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 599.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 7.2 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 154.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლები).

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად