საქართველოში 2019 წელს 1 310.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის
მონაცემებზე 0.3 პროცენტით მეტია და 3.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს.
საქსტატმა, ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2015 წლიდან, – ნათქვამია საქსტატის გავრცელებულ მონაცემებში.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლები 2007-2019 წლებში:

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად