საქართველოში 2017 წელს ტყის ხანძრის 494 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ტყის ხანძრების 2014-2018 წლების სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა.

2014 წელს ტყის ხანძრის 241 შემთხვევა დაფიქსირდა, 2015 წელს – 291 შემთხვევა, 2016 წელს 132 შემთხვევა, 2017 წელს 494 შემთხვევა, 2018 წელს 113 შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...