საქართველოში 111 ბავშვი აივ ინფიცირებულია

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 42 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 103 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; 2 დაუდგენელი გზით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის
ცენტრის ცხელი ხაზია: 238-80-18.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად