საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...