A1 ბანერი

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთისრესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფისშემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან – ინდოეთის კომერციისა და მრეწველობისსამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარისვეინი. ა

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტიმხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივ საქონლით ვაჭრობაზე, ასევე დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებითვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობაზე, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგისმიხედვით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნებასაქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობისშემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზითდაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის ბიდიუტ ბეჰარი სვეინის განცხადებით, “ჩვენ შევაჯერებთკვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას.“

შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებისდაწყების მიზნით.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური დაარაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოშიექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს დაპროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურებისსხვა სექტორებში.

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველპოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობისსექტორები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...