საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლა იქნება

10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა კოლეგამ სტევო პენდაროვსკიმ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებს.

აღნიშნულს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

“მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას. ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს,” – აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...