საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰარო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები იწყება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა ხელმძღვანელობს. ინფორმციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა დეტალურ კვლევაში, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ის და United-ის  წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...