საქართველოს უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო ტექსტი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის შეთანხმდა

ვიზალიბერალიზაციის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეთანხმებულია. ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს ერთი შეხვედრა დასჭირდათ პოზიციების შესათანხმებლად. თუმცა, ეს არის ის ბოლო დოკუმენტი, რის საფუძველზეც საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ევროკავშირში, ნატალი საბანაძის განცხადებით: 

"სამმხრივი შეთანხმება მიღწეულია. ძალიან მიხარია, რომ ერთი შეხვედრით დასრულდა ეს ყველაფერი და შეთანხმება უკვე გვაქვს. ახლა დარჩენილია ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურა გასავლელი, დაუბრუნდება ტექსტი საბჭოს, შემდეგ საბჭო, ალბათ, ელჩების კონფიგურაციით განიხილავს, მერე გადაუგზავნის ისევ პარლამენტს.

ტექსტმა გარკვეული ცვლილება განიცადა და ცვლილება გულისხმობს იმას, რაც არის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ახალი ვიზალიბერალიზაცია უნდა შევიდეს ძალაში ერთდროულად შეჩერების მექანიზმთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...