საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-10 ადგილი გაინაღდა და ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-9 – მე-12 ადგილებისთვის პლეი ოფის პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთის წყალბურთელთა ნაკრები იყო.

შეხვედრა თავიდანვე ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დასრულდა კიდევაც მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 12:6(4:1,2:2, 4:1,2:2)

ამ მოგების შედეგად საქართველოს ნაკრებმა მე-9 – მე-10 ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად