საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის პლეი ოფის 1/4-ფინალში ხორვატიასთან დამარცხდა

როტერდამში, ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, პლეი ოფის ეტაპი დაიწყო

A ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქე პლეი ოფის 1/4 ფინალში B ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული ხორვატია იყო.

ხორვატიის ნაკრებმა, რომელიც 2007 წლიდან დღემდე ჩატარებულ ჩატარებულ 7 მსოფლიო ჩემპიონატზე (ტარდება 2 წელიწადში ერთხელ) 2-ჯერ , 2007 და 2017 წლებში, ჩემპიონი, ერთხელ, 2015 წელს, ვერცხლის, ხოლო 4-ჯერ კი ბრინჯაოს პრიზიორი იყო, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ხორვატია – საქართველო 15:6 (3:2, 6:1, 2:1, 4:2)

პლეი ოფის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მონტენეგრო – ნიდერლანდები 13:7 (4:0, 3:3, 3:4, 3:0)
საბერძნეთი – საფრანგეთი 17:14 (6:4, 1:4, 3:4, 3:1 პენალტები 4:1)

რუსეთის და კანადის გუნდების მატჩი ჯერ არ დაწყებულა

1/4 ფინალში გამარჯვებული გუნდები ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზიისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...