საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 294.5 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.8 მლრდ აშშ დოლარი (107.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად