საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი-ნათია ლოლაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი, პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი-სოფო შაქარაშვილი, მერის მრჩეველი-თამაზ ახვლედიანი და წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი-მაია ალექსაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები დაწვრილებით გააცნეს. სამომავლოდ, რამდენიმე პრიორიტეტული სერვისის დამატებაც განისაზღვრა.
წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა, რომელიც 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგდებათ.
ქ-ნი ნათია ლოლაძე და ბატონი გიორგი ერბოწონაშვილი რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრნენ და ამანათები ბენეფიციარებს თავად გადასცეს.
საგარეჯოს მერმა წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რაც განსაკუთრებულად გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად