“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია “გადავხარშეთ” და შედეგად ყირიმი მივიღეთ”

მსოფლიო შეიცვალა. ჩემი ქვეყანა, და არა მხოლოდ ჩემი ქვეყანა, უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა რიგაში გამართულ კონფერენციაზე "რიგა 2015", სადაც საგარეო პილიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

იაცენიუკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინს, საკუთარი ქმედებების გამო, სათანადო პასუხს არ თხოვს, რაც შედეგად უკრაინაზე აისახება. იაცენიუკის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო 2008 წელს, – ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი რიგიდან იუწყება.

"სიმართლე გითხრათ, რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ მსოფლიოს რეაქცია უფრო ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. ჩვენ "გადავხარშეთ" ეს აგრესია, რის შემდეგაც პუტინმა გადაკვეთა წითელი ხაზი და შემდეგ უკვე მოახდინა ყირიმის ანექსია", – განაცხადა იაცენუკმა.

შეგახსენებთ, დღეს, რიგაში,  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიხსნა

კონფერენციაზე 400-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...