საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მუდმივმოქმედი კომისიის რიგით მეორე შეხვედრა და გაიმართება ბიზნესფორუმი. დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრების მიერ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დათვალიერება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად