საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა (ვიდეო)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ვარშავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე გავიდა

ვარშავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ოლიმპიური სისტემით გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავეს რუსეთის თურქეთის და სლოვაკეთის გუნდების შემდეგ

ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღებული ქულათა ჩათვლის სისტემით საქართველოს ნაკრებმა 96 ქულა დააგროვა, 6 ქულით გაუსწრო თურქეთის, 1 ქულით კი აზერბაიჯანის ნაკრებს და რუსეთის (206) და უკრაინის (113 ქულა) ნაკრები გუნდების მომდევნო, მე-3 ადგილზე გავიდა

საქართველოს ნაკრების თითოეული წევრის მიერ დაკავებული ადგილი და მოპოვებული ქულა:

57 კგ ბექა ბუჯიაშვილი, მე-8 ადგილი, 6 ქულა
61 კგ ბექა ლომთაძე, მე-3 ადგილი, 15 ქულა
65 კგ შმაგი თოდუა, მე-9 ადგილი, 4 ქულა
70 კგ დავით ტლაშაზე, მე-14 ადგილი, 0 ქულა
74 კგ ავთანდილ კენჭაძე, მე-8 ადგილი, 6 ქულა
79 კგ ნიკოლოზ კენჭაძე, მე-3 ადგილი, 15 ქულა
86 კგ სანდრო ამინაშვილი, მე-2 ადგილი, 20 ქულა
92 კგ ირაკლი მწითური, მე-12 ადგილი, 0 ქულა
97 კგ ელიზბარ ოდიკაძე, მე-3 ადგილი, 15 ქულა
125 კგ, გენო პეტრიაშილი, მე-3 ადგოლი, 15 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...