საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ლიეტუველ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლიეტუვის მხარის ჩართულობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს მეტად წარმოდგენას საქართველოში. ამ მხრივ მან საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში ლიეტუელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობასა და ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ლიეტუვასთან გაძლიერებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად