საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრს 8 შვილი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა.

ვინ არის თავდაცვის ახალი მინისტრი და რა ბიოგრაფია აქვს მას?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით:

დაბადების თარიღი: 14 იანვარი, 1978

განათლება:
1994 – 1998 წწ. – საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი

1999 წ.- ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლა; ინგლისური ენის კურსები

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და რვა შვილი

უცხო ენები: ინგლისური, ესპანური, რუსული

სამუშაო გამოცდილება:
2016- 2019 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი;

2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსურ მენეჯერი;

2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი;

2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი

2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი

2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი

2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი

2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;

1999 – 2001 წწ. – შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;

1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი;

2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა;

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები;

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში

“მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი.

ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება.

ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ – მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად